ბათუმი გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს
By

ბათუმი გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს.

უწყების ცნობით, ბათუმს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან ეწვევიან.

,,ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად, თევზეულზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ.

მეორე და მესამე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა. შეხვედრებზე საერთაშორისო შეფები ადგილობრივ მზარეულებს თევზის მომზადების მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეეძლებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *