მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
By

მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

BBC-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების, მათ შორის, ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის, გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *