მაიკ პომპეო: თუ შეძლებთ ევროპაში იარაღის დაყრას…
By

მაიკ პომპეო: თუ შეძლებთ ევროპაში იარაღის დაყრას…

მაიკ პომპეომ ევროპას მშვიდობისკენ და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ომი ევროპის ეკონომიკაზე. „თქვენ ახსენეთ ევროპა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ომის დასრულება. მათ არ შეუძლიათ მისი სამუდამოდ გაჭიანურება. ევროპის ეკონომიკა ბოლო 18 თვის განმავლობაში წარმოუდგენლად ნელა იზრდება და ევროპაში ამ კონფლიქტმა მათი ყურადღება გადაიტანა იმისგან, რაც ყველას გვჭირდება: იყვნენ ინოვაციურები, კრეატიულები და განვავითაროთ საკუთარი ეკონომიკა. თუ შეძლებთ ევროპაში იარაღის დაყრას, გაქვთ შანსი, რომ ევროპული ზრდა იმ დონეზე დააბრუნოთ, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, იყოს შესანიშნავი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება“, – განაცხადა პომპეომ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *