ბათუმის ავტოტრანსპორტის განცხადება
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, 27 ნოემბრიდან იცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მიმართულება.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:
N1 – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა.
უკუმიმართულება: სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩა, წერეთლის ქუჩა.
N8 – წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა.
უკუმიმართულება: ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა.
N15 – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ქათამაძის ქუჩა.
უკუმიმართულება იგივე.
N19 – წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა.
უკუმიმართულება იგივე.
ცვლილებები იმოქმედებს სამუშაოების დასრულებამდე.