კანონპროექტები, რომელთა განხილვას დაჩქარებული წესით მოითხოვდნენ, საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო
By

კანონპროექტები, რომელთა განხილვას დაჩქარებული წესით მოითხოვდნენ, საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პარლამენტის 88 წევრმა დაუჭირა.

კანონპროექტი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლების დახვეწას უკავშირდება.

ასევე, მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ორგანომ, 85 ხმით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტიც. იგი სიგარეტის აქციზის განაკვეთის ცვლილებას და სიგარეტის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე  ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და  15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი დაწესდება. ასევე, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი – 30%-დან 20%-მდე მცირდება.

ეს კანონპროექტები, რომელთა განხილვას დაჩქარებული წესით მოითხოვდნენ, საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *