მაკა ბოჭორიშვილი: დანაშაული იქნებოდა,  თვალის დახუჭვა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესებზე
By

მაკა ბოჭორიშვილი: დანაშაული იქნებოდა,  თვალის დახუჭვა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესებზე

ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. მიმაჩნია, დღეს დანაშაული იქნებოდა  თვალის დახუჭვა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის გამო, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობის დახმარებით ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას და საერთაშორისო სცენაზე საქართველოს უკეთ წარმოჩენას.

„საგარეო პოლიტიკა ფართო მცნებაა. აქ ბევრი რამ მოიაზრება, ვიდრე მხოლოდ იმ კურსის განხორციელება, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. საქართველოს  ძალიან მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რის გამოც უამრავი ისტორიული გამოწვევა გვქონდა, მაგრამ დღეს, მოცემულ მომენტში, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანამ ამ გეოპოლიტიკური მდებარეობისგან მიიღოს არა გამოწვევები, არამედ სარგებელი და უკეთესად წარმოჩნდეს საერთაშორისო სცენაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *