ჭვანაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
By

ჭვანაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

წელს შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით კეთილმოეწყო სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დაიგო ბეტონის საფარი,   გაკეთდა ბილიკი, ფერდსამაგრი კედელი და დეკორატიული განათება. სამუშაოებს შპს „ფიჭვნარი“ ასრულებდა.

შეკეთდა ,,სოფლის სახლის’’  შენობა, რომელიც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის დანიშნულებასაც შეასრულებს. აქ განთავსებულია სასოფლო ბიბლიოთეკა, რწმუნებულის სამუშაო ოთახი და დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა.

შესრულებული სამუშაოებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის  თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ტაკიძე, მერის წარმომადგენელი ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ნაკაშიძე დაინტერესდნენ.

– ჩვენი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა. შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფლებელია,- გვითხრა ომარ ტაკიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *