უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა
By

უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ტყუპების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მობილური ჯგუფები.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტის მეპატრონეები არაერთხელ გააფრთხილა ტერიტორიიდან თვითნებურად განთავსებული კონსტრუქციების დროულად გატანის თაობაზე. მიუხედავად გაფრთხილებებისა, მოთხოვნა არ შესრულდა, რის შემდეგაც განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ჯიხურები ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდა.

უწყების ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან არაერთი უსახური კონსტრუქციის და უნებართვო სავაჭრო ჯიხურის გატანა განხორციელდა, რაც ამახინჯებდა ქალაქის იერსახეს და  მოქალაქეებს გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა.

პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად ქალაქის ყველა შესაბამის ლოკაციას მოიცავს.

  • No Comments
  • დეკემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *