By
3 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალ მთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2 დეკემბერს წვიმა, ქარი და შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.