მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სამინისტროში მომუშავე სტაჟიორებს შეხვდა, რომლებმაც განვლილი საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს. მინისტრმა მათ სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო და მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, დარგის მომავალ სპეციალისტებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენი მოტივაცია,- განაცხადა დენის სალუქვაძემ.
სამინისტროა ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 8 სტუდენტ-კურსდამთავრებული.
გალერეა

