ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს
By

ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, წამყვანი საერთაშორისო მუსიკალური კომპანი „ასკონას ჰოლტის“ არტისტების მენეჯერს იგნატიუს სოკალს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს „ასკონას ჰოლტთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ერთობლივი პროექტების შემუშავების, საგანმანათლებლო ინიციატივების, კლასიკური მუსიკის ღონისძიებების ორგანიზებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ სამომავლოდ დაგეგმილი გონიოს ფესტივალის კულტურული პროგრამა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *