ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს
By

ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს

ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მიმდინარეობს ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მეტი თავისუფალი საპარკინგე ადგილის უზრუნველსაყოფად, ასევე, გეგმავს სატვირთო ავტომობილებისა და კომერციული მიზნით დაპარკინგებული ავტომობილების ცენტრალური უბნებიდან გაყვანას.

პარკირების ზედამხედველობის სამსახური პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებსა და ევაკუაციით საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების მონიტორინგს.

პროექტი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *