ელისო ბოლქვაძე აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა
By

ელისო ბოლქვაძე აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაძლიერების საკითხები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა კლასიკური მუსიკის საღამოების გამართვაზე დუბაისა და ბათუმში, ერთობლივი გამოფენების მოწყობაზე მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო კულტურულ რუკაზე, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კულტურული ტურიზმის განვითარებას.

გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომლის ფარგლებში, სოლო კონცერტს გამართავს ვუნდერკინდი პიანისტი საამიროებიდან აჰმედ ალ ჰაშემი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *