წითელი ცირკულარით ძებნილი დაკავეს
By

წითელი ცირკულარით ძებნილი დაკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

დაკავებული ს.ი. ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ის ბათუმში დააკავეს.

ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

  • No Comments
  • დეკემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *