„BATUMI VALVE 2025“ – კონფერენცია კარდიოლოგიურ პროგრამებში არსებულ სიახლეებზე
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „გულის სარქვლოვანი პათოლოგიები – მიღწევები და გამოწვევები – „BATUMI VALVE 2025“-ს დაესწრო. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიერ კარდიოლოგიურ პროგრამებში განხორციელებული სიახლეები გააცნო და ყურადღება გაამახვილა 2026 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

კონფერენცია საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის ასოციაციის ეგიდითა და ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა და კარდიოლოგიის, კარდიოთერაპიისა და ინტერვენციული მედიცინის წამყვანი ქართველი სპეციალისტები გააერთიანა. მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგიები, მათ შორის, TAVI და SAVR მეთოდები, ინტერვენციული კარდიოლოგიის უახლესი ტენდენციები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული გაიდლაინები.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.