By
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ბათუმის ავტროტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში.
შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს და იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლის ქუჩა – ხახულის ქუჩა – ვარშანიძის ქუჩა – სულაბერიძის ქუჩა.