მოსახლეობასთან კომუნიკაცია ინტენსიურად გაგრძელდება
By

მოსახლეობასთან კომუნიკაცია ინტენსიურად გაგრძელდება

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარებაც მუნიციპალიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში აისახება.

გიორგი ცინცაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში ვიზიტები და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ინტენსიურად გაგრძელდება. სწორედ ბათუმელებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიგეგმება კონკრეტული უბნების განვითარება და ქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება.

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *