By
შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის რესპუბლიკის 16 სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმართულებები, ბიზნესპარტნიორობის გაფართოების გზები.
შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება კომუნიკაცია საერთო ინტერესების მქონე პროექტების ხელშეწყობის მიზნით.
პალატა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო წრეების უფრო მჭიდრო ურთიერთობას და ახალი საბაზრო შესაძლებლობების შექმნას.
გალერეა

