ელისო ბოლქვაძე თურქეთში ქართულ დიასპორას შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორჰანგაზის კავკასიური კულტურის ასოციაციაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ორჰანგაზის მერი ბექირ აიდინი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთში მცხოვრები ქართველების გამოწვევებსა და შემოქმედებით პროცესებში მათი აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფის გზებზე. ელისო ბოლქვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტებშია საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებთან აქტიური თანამშრომლობა.
კულტურის ასოციაციის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა რამდენიმე საცეკვაო და სასიმღერო ნომერი შეასრულა. ანსამბლის წევრებს აჭარის კულტურის მინისტრმა მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს მათი შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე და ქართული დელეგაციის წევრები.
გალერეა

