ვენახების გაშენება მხოლოდ სააგენტოს თანხმობით – რას ცვლის ახალი პროექტი?
By

ვენახების გაშენება მხოლოდ სააგენტოს თანხმობით – რას ცვლის ახალი პროექტი?

მთავრობა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აინიცირებს.

პროექტის მიხედვით, ვენახის გაშენება სამეწარმეო მიზნით მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი, რომელიც შესაბამის ნებართვას და დოკუმენტს გასცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2026 წლის 1 მარტამდე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც ვენახის გაშენების წესს განსაზღვრავს.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვასა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებას. ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა ღვინის მწარმოებელზე, მათ შორის, მცირე მარნებზე, რომელთა წლიური რეალიზაცია 1500 ლიტრს არ აჭარბებს.

ასევე, უქმდება მოქმედი ნორმა, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და სპირტიანი სასმლის წარმოებისას 15%-მდე სხვა ქვეზონიდან მოწეული ყურძნის გამოყენებას ნებადართულად თვლიდა. მთავრობის განმარტებით, ვენახების რაოდენობის ზრდისა და მეტი მოსავლიანობის პირობებში, ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო მხოლოდ იმ მიკროზონაში მოწეული ყურძნით დამზადდეს, რომელიც სპეციფიკაციით არის განსაზღვრული.

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *