By
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სლოვაკური საინვესტიციო კომპანიის AZC Group-ის კვლევებისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ნარჩენთა ნაკადების გამოყენების შესაძლებლობები, მანდარინის კონცენტრატისა და ხილის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი მეორადი პროდუქტების კომერციული პოტენციალი, ბიოგაზის წარმოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,იბერია ორბი ციტრუსის“ საწარმოს განვითარების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების სეზონის გახანგრძლივებას სხვადასხვა სახეობის ხილის გადამუშავების გზით, ასევე, წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას.
