როგორ მივცეთ ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე?
By

როგორ მივცეთ ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე?

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს. ფინალური შოუ 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე გაიმართება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი,  ტელეშოუ „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

12 დეკემბრის ღამის 12 საათიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება jesc.tv-ზე. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, ბოლოს კი დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს. ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს. ხმის მიცემა დროებით დასრულდება ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.

ცნობისთვის, საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. ამჯერად საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.

13 დეკემბერს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *