,,აშშ-მა და ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა“
By

,,აშშ-მა და ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა“

,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას, მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატოში გაწევრიანება. ზელენსკის განმარტებით, ეს უსაფრთხოების რეალური გარანტიები იყო.

„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ, არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას. ამიტომ, დღეს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შეერთებული შტატებისგან და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, ასევე, სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და ა.შ. – ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *