მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა
By

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. ინფორმაციას რუსული არხები ავრცელებენ.

ამასთან, დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოსკოვის ისტრას რაიონში დაფიქსირდა. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის გამო, დროებით შეჩერდა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *