მიხაილ კალუგინი – რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
By

მიხაილ კალუგინი – რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

„მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

სერიოზულად არის განწყობილი. მთავარია, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, – განაცხადა რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა.

მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.

„თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“, – დასძინა მან.

კერძოდ, კალუგინის თქმით, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს…

ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა კალუგინმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *