მადლობის სიგელები-ძეგლის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის
By

მადლობის სიგელები-ძეგლის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის

აჭარის კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს და მინისტრის მოადგილეს ზაურ ახვლედიანს, ხინოწმინდის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ევდემოზმა და უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ რეზო ტაკიძემ, ძეგლის რეაბილიტაცია-აღდგენითი სამუშაოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი, ძეგლის მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი IX საუკუნით თარიღდება და გვიანი პერიოდის ბაზილიკათა ტიპს განეკუთვნება.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *