თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის 2025 წელი რეკორდული იყო.
By

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის 2025 წელი რეკორდული იყო.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში „ტავ ჯორჯია“, 14 დეკემბერის მონაცემით, 6 349 279 მგზავრს

მოემსახურა.

როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის 2025 წელი რეკორდული იყო.

„დეკემბრის დასაწყისში, ისტორიაში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი ხუთ მილიონ მგზავრს გასცდა, ბათუმში კი ოქტომბერში მილიონ მგზავრს გადავაჭარბეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 12 აგვისტოს, როდესაც 24 საათში 21 959 მგზავრს და 97 რეისს მოვემსახურეთ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 24 აგვისტო, მივიღეთ და გავაცილეთ 35 რეისი და მოვემსახურეთ 8 446 მგზავრს. აქვე უნდა აღვნიშნო ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც – თბილისის აეროპორტში შარშანდელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით კი 45%-ით. ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტში წლიური ზრდა ამ დროისთვის 30%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან (2019) შედარებით კი 96%, რაც უპრეცედენტოდ მაღალი შედეგია. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2025 წლის მგზავრთნაკადი უკვე აჭარბებს 6.3 მილიონს და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 6.6 მილიონამდე გაიზრდება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, 2025 წლის მონაცემებით თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 61 ავიაკომპანია 67 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტებში ოპერირება დაიწყო დამატებით რვა ავიაკომპანიამ. ესენია: Air Serbia, British Airways, Easy Jet, Edelweiss, Transavia France, Vision Air, Fly Khiva, Air Samarkand.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *