ტრამპი: 10 თვეში 8 ომი დავასრულე
By

ტრამპი: 10 თვეში 8 ომი დავასრულე

„თერთმეტი თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს მართავდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ თავისიანებისთვის, არალეგალი მიგრანტებისთვის, კრიმინალებისთვის, ლობისტებისთვის, პატიმრებისთვის, ტერორისტებისთვის და, პირველ რიგში, იმ უცხო ქვეყნებისთვის იბრძოდნენ, რომლებიც თავიანთ სასარგებლოდ ჩვენ გვიყენებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში უარესიდან საუკეთესო დროში გადავედით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის და ვენესუელასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ არ უსაუბრია.

„მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე. 10 თვეში 8 ომი დავასრულე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *