ფონ დერ ლაიენი: რისკები ყველამ უნდა გაიზიაროს
By

ფონ დერ ლაიენი: რისკები ყველამ უნდა გაიზიაროს

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ გამოსავალი ვიპოვოთ“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ევროპული საბჭოს შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში იმართება. დღეს ჩვენი საბოლოო მიზანი უკრაინაში მშვიდობაა. ამისთვის კი უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსება სჭირდება. საუბარია 137 მილიარდ ევროზე. ვალდებულება ავიღეთ, რომ დაახლოებით 90 მილიარდს დავფარავთ. მე ორი წინადადება წამოვაყენე: პირველი ევროკავშირის ბიუჯეტზე სესხის აღებაა, ხოლო მეორე რეპარაციული სესხია. ამიტომ, დღეს განვიხილავთ, თუ რომელს ავირჩევთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „დღეს მიზანი უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფაა“.

„მე ბელგიის მიერ გამოხატული შეშფოთების მესმის. თუ ჩვენ რეპარაციული სესხის გაცემას გადავწყვეტთ, მაშინ რისკები ყველამ უნდა გაიზიაროს. ეს ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპია. დღეს გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მოლაპარაკებებს გადაწყვეტის გარეშე არ დავტოვებ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *