საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ მომსახურებას სთავაზობს
By

საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ მომსახურებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზადეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება.

პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.

ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ: ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი, ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით; ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც ის თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშნვას; მისამართის დადგენის შემდეგ კი ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს – საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.

QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:

ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე; არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ეწვიოს „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *