მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.
By

მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *