By
ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადაეცემა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინებს გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მიიღო.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა ორ მრავალშვილიან ოჯახს. ოჯახებს, ასევე, გადაეცემა სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა.
მრავალშვილიან ოჯახებს ბინები გადაეცათ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.