ზელენსკი: უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის
By

ზელენსკი: უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გრძნობს, რომ შეერთებულ შტატებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს.

„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დოკუმენტები იყოს და იყოს რეალური. მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია და 100%-ით სერიოზულად იყოს განწყობილი ომის დასრულების მიმართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.

„მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ იმუშაოს, მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.  უმეროვმა და გნატოვმა პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნეს.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *