მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს
By

მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს

23 დეკემბერს საქართველოში მედიცინის დღე აღინიშნება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„ექიმის პროფესია, ეს უდიდესი პასუხისმგებლობის, ცოდნისა და ეთიკის ერთობლიობაა. მადლობა თქვენ წლების განმავლობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში ყოფნისთვის“, – ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მედიცინის მუშაკებს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ  „წლის ექიმის“ ჯილდო ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს – დიმიტრი ბერიძეს, მერი ბერიძესა და ინეზა სულამანიძეს გადასცა.

თითოეული მედიკოსის მაღალ პროფესიონალიზმსა და უდიდეს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ილია ვერძაძემ. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და თერაპევტ, გასტროენტეროლოგ  მარინე ბერიძეს, მეან-გინეკოლოგ  ნათია ზამთარაძეს, კარდიოლოგს, თერაპევტსა და სოფლის ექიმს  როენა თავართქილაძეს ჯილდოები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა რეგიონის სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების    15 წამყვანი ექიმი, რომლებიც გამოირჩევიან მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვით, კრიტიკულ სიტუაციებში მაღალი პროფესიონალიზმით, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებით, ასევე, პაციენტების მხრიდან გამოხატული განსაკუთრებული ნდობითა და მადლიერებით.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *