წლის შემაჯამებული კონცერტი
By

წლის შემაჯამებული კონცერტი

შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა, წლის შემაჯამებელი  კონცერტი გამართეს.

სკოლასთან არსებული ანსამბლ „ათინათის“, ბენდი „117“-ის წევრებმა, ნორჩმა მუსიკოსებმა შეასრულეს სიმღერები, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების  ნაწარმოებები.

კონცერტის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ შუახევის  მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე,  მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.

სკოლის დირექტორმა ნინო ბერიძემ კონცერტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *