ბიუჯეტი დაამტკიცეს
By

 ბიუჯეტი დაამტკიცეს

გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი  დაამტკიცეს, მათ შორის, 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც  40 440 100 ლარით განისაზღვრა. ეს 2025 წლის ბიუჯეტზე 4 965 100 ლარით მეტია.

პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით არის  გათვალისწინებული:  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 16 030 983 ლარი;  დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 999 471 ლარი; განათლება – 5 907 383 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 639 484 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 4 357 813 ლარი.

– წინა წლების მსგავსად, მთავარი მიმართულება მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *