თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
By

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და სასტუმროს ,,IBIS STYLES BATUMI“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები სასტუმროში პრაქტიკას გაივლიან.

დოკუმენტი ასევე მოიცავს სტუდენტთა აკადემიური საქმიანობის მხარდაჭერას, უნივერსიტეტის პერსონალისთვის სპეციალურ შეთავაზებებს,  მხარეთა ურთიერთპოპულარიზაციასა და თანამშრომლობას საერთო ინტერესის მქონე მიმართულებებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და სასტუმრო ,,IBIS STYLES BATUMI”-ს გენერალურმა მენეჯერმა სოფიკო მეგრელიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ნარგიზ ფალავანდიშვილი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *