პროფესიული განათლების უზრუნველყოფისთვის
By

პროფესიული განათლების უზრუნველყოფისთვის

„ტერაბანკსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „ფინანსური სერვისები“, რეალურ სამუშაო გარემოში კოოპერაციული სწავლების ფორმატით განხორციელებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, „ტერაბანკი“ განსაზღვრული მოდულების პრაქტიკულ ნაწილში, კოოპერაციული სწავლების რეალურ გარემოში ეფექტიანად წარმართვის მიზნით,  საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სასწავლო რესურსებს, ამავდროულად,  სტუდენტების სწავლებასა და შეფასებას უზრუნველყოფს.

განათლების მხარდაჭერა „ტერაბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგაზრდებისთვის მეტი პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნისა და პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *