საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
By

საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია

გაიმართა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.

დელეგატების წინაშე 4 წელიწადში გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე. მომხსენებელმა და კამათში გამოსულებმა გოირგი ბიწკინაშვილმა, ასლან ბალაძემ, ჯემალ არობელიძემ, ლევან ჯიოშვილმა, ვლადიმერ მახარაძემ, ილია არძენაძემ,  გოჩა ირემაძემ, შალვა ტაბაღუამ,  ბიჭიკო ბოლქვაძემ, რუსლან შავაძემ ისაუბრეს იმ წარმატებებსა და პერსპექტივებზე, რაც სპორტის ამ სახეობაშია.

ითქვა, რომ ქართული ჭიდაობა აჭარის სოფლებს უბრუნდება, რესპუბლიკურ პირველობებზე, საერთაშორისო  ტურნირებზე აქაური წარგზავნილები წარმატებებს აღწევენ. ისაუბრეს  იმ პრობლემებზეც, რომელთა დაძლევა მომავალში მეტი წარმატების მომტანი იქნება.

კონფერენციაზე ახალი ხელმძღვანელობა  აირჩიეს. ფედერაციას 4 წლით ისევ ჯემალ წულუკიძე უხელმძღვანელებს, პირველ ვიცე-პრეზიდენტად გელა ზოიძე, ვიცე-პრეზიდენტებად  ვაჟა დავითაძე, ლევან პაქსაძე, რუსლან შავაძე, ბიჭიკო ბოლქვაძე, აკაკი, ზურაბ  მახარაძეები აირჩიეს. გენერალურ მდივნად – გოგიტა აბრამოვი, საპატიო პრეზიდენტებად -ვლადიმერ მახარაძე, შალვა ტაბაღუა.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *