„ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს“
By

„ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – აღნიშნავს პრემიერი.

„შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.

ქრისტიანული სამყაროსთვის შობა სიყვარულის, იმედისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში“, – წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *