სახელოვნებო მიმართულების პოპულარიზაციისათვის
By

სახელოვნებო მიმართულების პოპულარიზაციისათვის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის სკოლას, ასევე, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას შორის. იგი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდებში სახელოვნებო მიმართულების პოპულარიზაციასა და ნიჭიერი თაობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა ალაფიშვილმა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის სკოლის დირექტორმა ირმა მსხალაძემ და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის კანცლერი გელა ბერიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  ქეთევან ვაჩეიშვილი; იურისტი  ხათუნა ჯოხაძე, სტუდენტთა კარიერული მხარდამჭერი და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი  მირანდა ბაღდადიშვილი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *