ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვას განიხილავს
By

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვას განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით.

ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

შეგახსენებთ, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

  • No Comments
  • დეკემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *