By
აჭარის მთიანეთში ინტენსიურად თოვს
აჭარის მთიანეთის მთელ ტერიტორიაზე თოვს. სოფლებში წინა დღეებში დადებულმა თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრით მოიმატა. გართულდა ტრანსპორტის გადაადგილება სხალთა-ხიხანის, ხიჭაური-ნაღვარევის, შუახევი-შუბნის, დიდაჭარა-ღორჯომის, შუახევი-უჩამბის მიმართულებით.
დაბა ქედის, დაბა შუახევის, დაბა ხულოს სასიცოცხლო ობიექტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდება, შორეულ სოფლებში კი ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებზე.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
