რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ
By

რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ

აჭარაში სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონის მიღწევები არის ძლიერი გუნდის, სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობიანი შრომის შედეგი.

,,დღევანდელი ღონისძიება არის, ერთი მხრივ, შესრულებული საქმიანობის შეჯამება, მეორე მხრივ კი დაჯილდოება და მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიღწევები, რომელიც მიმართულია მოქალაქეების საჭიროებებზე, არის ძლიერი გუნდის, სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობიანი შრომის შედეგი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ თანამშრომელს. თქვენ მიერ გაწეული სამსახური არ არის მხოლოდ პროფესიული ვალდებულება, ეს არის ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება და ერთობლივი თანამშრომლობით მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული არაერთი პროექტი განხორციელდება. მადლობა კიდევ ერთხელ გაწეული შრომისთვის“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი და საპატიო წოდება ქვეყნისა და რეგიონის წინსვლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 14 ადამიანს გადაეცა. საპატიო ჯილდოები მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *