სატყეო სააგენტო –  წელს სამართალდარღვევის 877 ფაქტი გამოვლინდა
By

სატყეო სააგენტო –  წელს სამართალდარღვევის 877 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1706 კუბური მეტრი შეადგინა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის 3 ფაქტი.
„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგს, პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *