ბათუმის მერია – ყველა შემთხვევაზე ხორციელდება შესაბამისი რეაგირება
By

ბათუმის მერია – ყველა შემთხვევაზე ხორციელდება შესაბამისი რეაგირება

უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები, ასევე, ჭები და ცხაურები. აღნიშნული სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის ქუჩების დატბორვა არ ფიქსირდება.

მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება სასმელი წყალი.

დასუფთავების სამსახურის მიერ სანაპირო ზოლის მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოები ამ დროისთვის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარის ჩართულობით მიმდინარეობს.

ცენტრალურ პარკში გამწვანების სამსახურის მიერ დაზიანებული ხე-მცენარეების გატანა და გამაგრება განხორციელდა.

მობილიზებულია მერიის სამსახურები. ყველა შემთხვევაზე ხორციელდება შესაბამისი რეაგირება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *