By
წლის საუკეთესო მოხალისეები დააჯილდოვეს
ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხულოს ადგილობრივი ფილიალის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს – „საქმიანობათა ცენტრი ხულოში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსება გაიზრდება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2025 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.
