ირაკლი ბერაიამ მარკ რუტეს რწმუნებათა სიგელი გადასცა
By

ირაკლი ბერაიამ მარკ რუტეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია  ორგანიზაციის გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა.

უწყების ცნობით, საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას და გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • იანვარი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *