საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვა ეზღუდებათ
By

საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვა ეზღუდებათ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად ექვსი თვე ან მეტი ვადით იმყოფებიან. ასეთ შემთხვევაში, მათ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ხელახლა რეგისტრაცია დასჭირდებათ.
ცვლილება 2026 წლის 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში და ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ბრძანება ფორმალურად უკვე ამოქმედებულია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან.
ბრძანების თანახმად, 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად განხორციელდება იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც ექვსი თვე ან მეტი დროით უწყვეტად იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რეგისტრაციის შეჩერება შეეხება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ მოქალაქეებს პროგრამაში ხელახალი ჩართვა შეეძლებათ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ბენეფიციართა სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები კი მინისტრის სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

  • No Comments
  • იანვარი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *