ბათუმელი ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია სწრაფ ჭადრაკში
By

ბათუმელი ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია სწრაფ ჭადრაკში

მონაკოში ევროპის ქალთა ჩემპიონატი გაიმართა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობაში 30 ქვეყნის 143 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, ანასტასია კირთაძე, სოფიო გვეტაძე, კესარია მგელაძე ასპარეზობდნენ.

საერთო საპრიზო ფონდი 46 500 ევროს შეადგენდა. აქედან 15 200 ევრო ელვისებური ჭადრაკის ჩემპიონატისთვის იყო განკუთვნილი, 31 300 ევრო კი სწრაფი ჭადრაკის ჩემპიონატისთვის. ასპარეზობები შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა.

სწრაფ ჭადრაკში საუკეთესოდ იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა, ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც ფინალურ ტურში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა მონაგარში მეორე მედალიცაა – სოფიო გვეტაძემ 11-დან 7,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

 მანანა ძიძიშვილი

 

 

 

 

  • No Comments
  • იანვარი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *